pstle
12/03/2026© Copyright: Polaris Shipping & Trading Limited

რკინიგზა აზიიდან ტვირთების გადაზიდვის უალტერნატივო გზა ხდება - რას მოგვიტანს კრიზისი ახლო აღმოსავლეთში

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, სპარსეთის ყურესთან მდებარე ჰორმუზის სრუტე ნავიგაციისთვის უკიდურესად სახიფათო გახდა. გასულ კვირებში შემდეგი ინფორმაციაც გავრცელდა: “სანქცირებული ტანკერი, რომელიც აალებადი გაზითაა დატვირთული, ჰორმუზის გზას გადის”.

ამ მარშრუტით სარგებლობას, ესკალაციიდან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი ხომალდი ერიდება, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გლობალურ გადაზიდვებსა და მსოფლიო ეკონომიკაზე. კონფლიქტის ფონზე, აზიიდან ევროპის მიმართულებით გადაზიდვების ერთადერთ ალტერნატივად რკინიგზა რჩება, როგორც ყველაზე სტაბილური და პროგნოზირებადი საშუალება.


კონფლიქტის გავლენა საზღვაო გადაზიდვებზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები უკვე რეგიონის ფარგლებს სცდება და სერიოზულ გავლენას ახდენს საზღვაო გადაზიდვებსა და გლობალური ფრახტის ტარიფებზე. აღნიშნული განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის მიწოდებებზე ზემოქმედებს. n გასულ კვირაში მდგომარეობა უფრო გამწვავდა, როდესაც 1 700 TEU ტევადობის ხომალდ Safeen Prestige-ს ჰორმუზის სრუტეში რაკეტა მოხვდა - კრიზისის განმავლობაში დაზიანებული გემების რაოდენობა, 11 მარტის მონაცემებით, 10-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ზონაში ფლოტის მცირე ნაწილი იმყოფება, ოპერაციული შედეგები გაცილებით მასშტაბურია. სპარსეთის ყურის პორტი 124 რეგულარული საზღვრაო ხაზის განრიგში ფიქსირდება, რომლითაც 520 კონტეინერმზიდი გადაადგილდება (3.6 მილიონი TEU-ს (20 ფუნტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) მოცულობის სატვირთო სიმძლავრე). შედეგად, არსებული შეფერხება გლობალური საკონტეინერო ფლოტის ჯამური სიმძლავრის 10%-ზე მეტზე ახდენს პირდაპირ გავლენას. გადამზიდი გემები სასწრაფო რეჟიმში ახდენენ სამარშრუტო ქსელების რესტრუქტურიზაციას, პარალელურად კი წესდება მეტი საგანგებო დამატებითი გადასახადი, რითაც გადამზიდი კომპანიები მზარდი ოპერაციული რისკებისა და საწვავის გაზრდილი ხარჯების კომპენსაციას ცდილობენ.

charts

ფასების მატება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლა ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, Marine Traffic-ის მონაცემებით, 90%-ით შემცირდა. სადაზღვევო კომპანიებმა ჰორმუზის ზონისთვის გააუქმეს ომის რისკის დაფარვა. შესაბამისად, გადამზიდების დიდი ნაწილი ახლა აფრიკის შემოვლით, კეთილი იმედის კონცხის გავლით გადაადგილდება, რა შემთხვევაშიც ფასი ერთ კონტეინერზე 400-500$-ით იმატებს. არსებული პროგნოზით, ეს ფასი მომავალშიც შენარჩუნდება, ან ისევ ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპერაციულ შეფერხებებთან ერთად, გადამზიდმა კომპანიებმა დაიწყეს საგანგებო დამატებითი გადასახადის დაწესება, რაც უსაფრთხოების რისკებს, საწვავის ხარჯების მატებასა და პორტების გადატვირთვას უკავშირდება. გადასახადები შემდეგი სახელწოდებებით გვხვდება:


განსახვავებული ტერმინოლოგიის მიუხედავად, დამატებითი გადასახადის დაწესების მიზანი ერთია: იმ ხარჯების დაბალანსება, რაც მარშრუტების დაგრძელებით, მაღალი სადაზღვევო გადასახადებითა და საწვავის ბაზარზე არსებული არასტაბილურობითაა გამოწვეული. მსხვილმა საზღვაო ხაზებმა, როგორიცაა CMA CGM, უკვე აამოქმედა ომის რისკის დამატებითი გადასახადი, რაც 20 და 40 ფუტიან მშრალ კონტეინერებზე 150$ და 300$-ია შესაბამისად. ცალსახად, ეს ფასები პირდაპირ აისახება ტვირთის საბოლოო თვითღირებულებაზეც. სავაჭრო მარშრუტის, კონტენიერის ტიპისა და გადაზიდვის პოლიტიკის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებითმა გადასახადმა კონტეინერზე, შესაძლოა, ოთხ ციფრსაც მიაღწიოს. იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი გადასახადები გადამზიდავებისა და მარშრუტების მიხედვით განსხვავდება, ერთ გადამზიდს, შესაძლოა, რამდენიმე გადასახადის გადახდა მოუწიოს, არსებული მდგომარეობის ცვლილების შესაბამისად. ყველა სიკეთესთან ერთად, გადამზიდავები ასევე ნერგავენ ოპერაციულ ზომებს, რაც მიზნად ისახავს კონტეინერების მარაგების მართვას და მათ შუალედურ პორტებში დაგროვებას. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მაგალითის მიხედვით, გადამზიდავმა დააწესა მოთხოვნა, რომ გარკვეულ პორტებში ჩამოცლილი საიმპორტო კონტეინერების გატანა სანაპირო ზოლიდან მოხდეს 48 საათის განმავლობაში. ვადის დარღვევამ შეიძლება კიდევ დამატებითი გადასახადის დაკისრება გამოიწვიოს, რამაც ასევე შეიძლება მიაღწიოს ოთხნიშნა რიცხვს. პრობლემები შეინიშნება მიწოდების ჯაჭვის საწყის ეტაპზეც - მაგალითად, ბანგლადეშში, ჩიტაგონგის პორტსა და შიდა ტერმინალებში, 1 000-ზე მეტი კონტეინერია გაჩერებული, ასობით გაგზავნილი კონტეინერი კი ახლო აღმოსავლეთის პორტებში ან გემებზეა გაჩერებული. ზეწოლა იგრძნობა აზიის სხვა საექსპორტო ჰაბებზეც. ამ ყველაფრის ფონზე, საზღვაო გადამზიდავებმა, შესაძლოა, გემები აზია-ევროპისა და აზია აშშ-ის ხაზებზე გადაანაწილონ. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება სარკინიგზო შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან ჯერ ყაზახეთს კვეთს, შემდეგ აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ბოლოს ევროპაში გადის. ეს მარშრუტი გეოგრაფიულად ირანთან და ჰორმუზის სრუტესთან არაა კავშირში, შესაბამისად, იგი ამჟამინდელი კონფლიქტისგან დაზღვეულია..

📌 სარკინიგზო გადაზიდვები - უალტერნატივო გამოსავალი

არსებული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთა სარკინიგზო სექტორის მდგრადობა და საიმედოობა. შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასა და აზიას აკავშირებს, გადაზიდვების ყველაზე უსაფრთხო, სწრაფ და უკვე შედარებით იაფ ალტერნატივად გვევლინება, რომელიც კონფლიქტისგან იზოლირებულია. დერეფანი გეოგრაფიულად არ კვეთს ირანს ან კონფლიქტში ჩართულ სხვა სახელმწიფოებს, შესაბამისად იგი უსაფრთხოების რისკების წინაშე არ დგასსარკინიგზო დერეფნის სტრატეგიული უპირატესობები:

მიმართულება და გადაზიდვის მეთოდისტატუსიფასისაიმედოობა
საზღვაო გადაზიდვა სპარსეთის ყურის გავლითჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაკეტილიაშეინიშნება რეკორდული ზრდაკრიტიკული რისკი
საზღვაო გადაზიდვა კეთილი იმედის კონცხის გავლითგემებს აფრიკის შემოვლით უწევთ ევროპასთან დაკავშირებაკონტეინერზე ფასმა 400-500$-ით მოიმატა და მოსალოდნელია ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. ამას ემატება ომის რისკის დამატებითი გადასახადი.ტვირთის მიწოდება საშუალოდ 10-14 დღით გაჭიანურდება
სარკინიგზო გადაზიდვა შუა დერეფნის გავლითსრული სერვისი, სტაბილურისტაბილური ტარიფებიმაღალი საიმედოობა

დღეს სარკინიგზო გადაზიდვები სტრატეგიული არჩევანია, რაც უსაფრთხოების რისკებისგან და ფასების მოულოდნელი ცვლილებისგან გიცავთ. კომპანია პოლარისი გთავაზობთ თქვენი ტვირთისთვის ოპტიმალური მარშრუტის გაანგარიშებას, არასრული და სრული კონტეინერების გადაზიდვას და იურიდიულ კონსულტაციას. ჩვენი გუნდი სტაბილური ლოგისტიკური ჯაჭვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ - დაგვიკავშირდით დღესვე!