კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და მისი გავლენა საზღვაო გადაზიდვებზე
ისრაელსა და ირანს შორის შეტაკებებს ახლა ამერიკაც შეუერთდა და კონფლიქტი ახალ, უფრო მასშტაბურ ფაზაში შევიდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებამ არამხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მსოფლიო სავაჭრო მარშრუტებსაც შეუქმნა საფრთხე. პორტები ჯერჯერობით გახსნილი რჩება, თუმცა გლობალური ვაჭრობა ახალი რისკების წინაშე დადგა.
2023 წლის პრეცედენტი, როდესაც ჰუსიტურმა დაჯგუფებებმა სუეცის არხზე მიიტანეს იერიში და გემებს აფრიკის კონტინენტის შემოვლით უწევდათ გადაზიდვების განხორციელება, გარკვეული არასახარბიელო პროგნოზების გაკეთების წინაპირობას ქმნის. ეს გამოცდილება მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რამდენად დაუცველია საზღვაო ლოგისტიკა გეოპოლიტიკური რყევების დროს. ასეთ პირობებში ბიზნესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური გამოსავლის მოძებნა - სწორედ ამას გთავაზობთ Polaris Shipping and Trading Limited (PSTL), რომელიც გადაზიდვებისთვის ყველაზე ხელსაყრელი და ეფექტიანი მარშრუტების შედგენას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, კომპანია რეგიონში ყველაზე კონკურენტული ფასებით გამოირჩევა. თუმცა, ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად, აუცილებელია გვესმოდეს, თუ რას უნდა ველოდოთ არსებული მდგომარეობიდან. მიმდინარე დაპირისპირება პირდაპირ მოქმედებს არამხოლოდ რეგიონულ სტაბილურობაზე, ასევე გლობალურ ლოგისტიკაზეც, რომლის ნიშნები უკვე თვალსაჩინოა:
გადაზიდვების მარშრუტების ცვლილება და არასტაბილური ფასები
არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ზოგიერთი კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს მაღალი რისკის ადგილებს, როგორებიცაა ჰორმუზის სრუტე და წითელი ზღვა. შედეგად, მათ უფრო გრძელი მარშრუტებით უწევთ გადაადგილება, მაგალითად მშვიდობის კონცხის შემოვლით. მარშრუტების გახანგრძლივება ავტომატურად ნიშნავს ტვირთის დაგვიანებას და საწვავის ხარჯების ზრდას.
სამომავლო რისკები
იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონფლიქტი ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება, შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნით გადაზიდვების ძირითადი მარშრუტები ჩაიკეტოს, სატრანსპორტო კომპანიებს კი მოუწევთ, უფრო გრძელი, არაეფექტიანი მარშრუტებით სარგებლობა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამერიკის მხრიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ. ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის დღიური ტრანსპორტირების 20%-ს ემსახურება და მის ჩაკეტვას სერიოზული ეფექტი ექნება გლობალური ენერგიის ბაზარზე.კონფლიქტი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ინდოეთიდან დასავლეთ აზიასა და ევროპაში ექსპორტზეც.დამატებით, დაპირისპირებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კონტრაქტორებთან დაკავშირებული პრობლემები - მაგალითად, გემის კაპიტნები გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იღებენ და, შედეგად, შესაძლოა, შეცვალონ მარშრუტი, ან შეაჩერონ გადაადგილება და დაელოდონ მდგომარეობის დასტაბილურებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ამან კონტრაქტის დათქმულ დროში შესრულებას შეუშალოს ხელი.
სარკინიგზო გადაზიდვები, როგორც სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხო და სწრაფ ალტერნატივას სარკინიგზო გადაზიდვები წარმოადგენს. ევროკავშირი, ჩინეთი და ცენტრალური აზია უკვე წლებია მუშაობენ სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციაზე, მათ შორის საქართველოს გავლით რკინიგზის მარშრუტების განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, არსებულ პირობებში, საზღვაო მარშრუტებთან შედარებით, რკინიგზა უფრო ოპტიმალურ და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს. საბოლოოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მხოლოდ რეგიონული კრიზისი არაა - მან შესაძლოა გადაზიდვების მარშრუტები შეცვალოს და გლობალური ვაჭრობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენოს. სარკინიგზო გადაზიდვები კი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდონ გეოპოლიტიკური დაძაბულობით გამოწვეული მერყევი ფასები თუ სხვა გვერდითი ეფექტები და სანდო პარტნიორის დახმარებით, უსაფრთხოდ და დროულად უზრუნველყონ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანა. არსებული რეალობის ფონზე, PSTL აგრძელებს გლობალურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გთავაზობთ გონივრულ, უსაფრთხო და ეფექტიან გადაწყვეტებს თქვენი ბიზნესისთვის, რა მოცემულობაშიც არ უნდა აღმოჩნდეს მსოფლიო ვაჭრობა.
🤝 პოლარისი - თქვენი სანდო პარტნიორი
კომპანია პოლარისი გთავაზობთ ყველა ტიპის გადაზიდვას: საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც სრული, ასევე არასრული კონტეინერების გადაზიდვას და ვთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციასაც. დაგვიკავშირდით დღესვე, რომ მიიღოთ უსაფრთხო, გამართული და დროული სერვისი პროფესიონალებისგან!