რატომ ძვირდება გადაზიდვები ჩინეთიდან - 5 მიზეზი
ბოლო კვირებში, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ერთი შეხედვით, დადებითი სიახლეებია. მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ამერიკამ ჩინეთიდან იმპორტირების ფასები გაზარდა, ამ ქვეყნებმა ახალი შეთანხმება დადეს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს იმპორტზე ტარიფები შეუმცირეს. შედეგად, აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფები 145 %-დან 30%-მდე დაეცა, ამერიკიდან ჩინეთში იმპორტზე კი - 125%-დან 10%-მდე. ახალი პირობები მოიცავს ზოგიერთი ტარიფის სრულად გაუქმებას, ზოგიერთის კი, 14 მაისიდან, 90 დღით შეჩერებას.
ეს შეთანხმება იმ სავაჭრო ომის მნიშვნელოვან დე-ესკალაციას ნიშნავს, რაც მსოფლიოს ამ ორი უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებს შორისაა. რა მოხდება 90 დღის შემდეგ, ძნელი სათქმელია. იმ შემთხვევაშიც, თუ შეჩერებული ტარიფები აღდგება, აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტის ფასები 54%-მდე გაიზრდება, აშშ-დან ჩინეთში იმპორტზე კი - 34%-მდე. თუმცა, მთავრობებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. შეთანხმების შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ჩინეთიდან გადაზიდვის ფასები დასტაბილურდებოდა, ან დაეცემოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან ახლა უფრო გაძვირდა და ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რატომ.
- შეთანხმების გამოცხადების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე ტარიფების შემცირების შემდეგ, ამერიკელი იმპორტიორების დიდი ნაწილი, 90 დღიანი ფანჯრის პერიოდში, ცდილობს, რაც შეიძლება დიდი მოცულობის პროდუქციის შეძენა მოასწროს. მოულოდნელად მომატებულმა მოთხოვნამ კონტეინერებზე, გემებსა და გადაზიდვებზე ფასების მატება გამოიწვია.
- ცვალებადი პროგნოზები და ბიზნესის წინაშე არსებული რისკები არსებულ არასტაბილურ პირობებში, ბიზნესი ცდილობს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. აქედან გამომდინარე, ტარიფების შემცირება, შესაძლოა, დროებითი აღმოჩნდეს და პოლიტიკური პირობების შესაბამისად, სწრაფად შეიცვალოს. ამიტომ, იმპორტიორები ცდილობენ დაბალი ტარიფებით სარგებლობა მოასწრონ. თავის მხრივ, ეს ფაქტორი ზრდის მოთხოვნას გადაზიდვებზე და, შესაბამისად, ფასებსაც.
- მოთხოვნის ზრდის მოლოდინი ტარიფების შემცირებამ წინასწარ შექმნა იმის მოლოდინი, რომ ჩინეთიდან ტვირთების იმპორტი გაიზრდებოდა. ეს ლოგისტიკური კომპანიებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, ფასების მომატების გზით მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მოგება. აქედან გამომდინარე, არამხოლოდ მოთხოვნის მატება, მოთხოვნის მატების მოლოდინიც იწვევს ფასების ზრდას.
- ახალი სატრანსპორტო მარშრუტები შეთანხმების შემდეგ ზოგიერთი ის პროდუქტი, რომელთა გადაზიდვა აქამდე სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა, ახლა საზღვაო ხაზების საშუალებით პირდაპირ ჩინეთიდან აშშ-ში იგზავნება. აქედან გამომდინარე, გადაზიდვები ჩინურ პორტებზე გადანაწილდა, რამაც გემების გადატვირთვა გამოიწვია და გადაზიდვების ფასის მომატებასაც შეუწყო ხელი.
- ‘ტარიფების ომის’ გლობალური გავლენა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტარიფების ომი, არამხოლოდ ამ ორი ქვეყნის, არამედ გლობალურ გადაზიდვებზე ახდენს გავლენას და საქართველოსაც შეეხება. შეთანხმების შემდეგ, ჩინეთიდან გადაზიდვებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად ისევ აშშ იქცა. ამის ფონზე, სხვა მიმართულების მარშრუტებზე უქმდება გემზე კონტეინერებისთვის დაჯავშნილი ადგილები, სერვისის სიჩქარე კი შემცირდა. შესაბამისად, რადგან მოთხოვნა არ შემცირებულა, მაგრამ ახლა პერიფერიულ ქვეყნებში გადაზიდვები ნაკლებ ხელმისაწვდომია, ტარიფები უფრო გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ივნისის პირველი კვირიდან მოსალოდნელია ტარიფების დასტაბილურება და გემზე ადგილის ჯავშნების გაუქმების შემცირება.
📌 რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
გლობალური ლოგისტიკის ქსელში, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის დაპირისპირების პირობებში, ფასების ცვლილების მიმართ იმუნიტეტი პერიფერიულ ქვეყნებსაც არ აქვთ, მათ შორის არც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.თუმცა, Polaris Shipping & Trading Limited საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ფასებს გთავაზობთ და გადაზიდვების სრული პროცესის დაგეგმვას უზრუნველყოფს. მეტიც, ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატივებს და, სურვილის შემთხვევაში, თქვენს ტვირთსაც დავაზღვევთ! ასე რომ, თუ გადაზიდვების დაგეგმვა გჭირდებათ, ნუღარ გადადებთ, დაგვიკავშირდით დღესვე - ჩვენთან თანამშრომლობა დაგიზოგავთ დროს და ფინანსებსაც!
🤝 პოლარისი - თქვენი სანდო პარტნიორი
კომპანია პოლარისი გთავაზობთ ყველა ტიპის გადაზიდვას: საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც სრული, ასევე არასრული კონტეინერების გადაზიდვას და ვთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციასაც. დაგვიკავშირდით დღესვე, რომ მიიღოთ უსაფრთხო, გამართული და დროული სერვისი პროფესიონალებისგან!