ბოლო კვირებში, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, ერთი შეხედვით, დადებითი სიახლეებია. მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ამერიკამ ჩინეთიდან იმპორტირების ფასები გაზარდა, ამ ქვეყნებმა ახალი შეთანხმება დადეს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს იმპორტზე ტარიფები შეუმცირეს. შედეგად, აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფები 145 %-დან 30%-მდე დაეცა, ამერიკიდან ჩინეთში იმპორტზე კი - 125%-დან 10%-მდე. ახალი პირობები მოიცავს ზოგიერთი ტარიფის სრულად გაუქმებას, ზოგიერთის კი, 14 მაისიდან, 90 დღით შეჩერებას.
ჩინეთიდან გადაზიდვისთვის ტრანსპორტირების სწორი გზის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტრანსპორტირების მეთოდი განსაზღვრავს ფასს, სიჩქარეს, სანდოობასა და სხვა მახასიათებლებს, სწორი გადაზიდვის სერვისი კი ხელს უწყობს რისკების შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და დროულ მიწოდებას.